მსოფლიო / 17-09-2025 / 60 Views

„ევროკომისია სანქციების მე-19-ე პაკეტს წარადგენს“ - ფონ დერ ლაიენი ტრამპს ესაუბრა

ევროკომისიის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს რომ ამერიკის პრეზიდენტთან კარგი საუბარი ჰქონდა და მალე კომისია სანქციების მე-19-ე პაკეტს წარადგენს.

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა დამატებითი ზომებით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ.

ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას.

რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელსაც წიაღისეული საწვავისგან მიღებული შემოსავლები ინარჩუნებს, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს.

ამის დასასრულებლად ევროკომისია რუსეთის წინაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარების წინადადებით გამოვა, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.