საზოგადოება / 29-01-2026

ევროკავშირის საბჭოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის საბჭოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

ამავე ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას მოუსმენენ.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ვოლკერ თურქთ ადამიანის უფლებების შესახებ მოსაზრებებს გაუზიარებენ.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე მინისტრები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც განიხილავენ. ხოლო, შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.