ბიზნესი / 24-07-2025 / 194 Views

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს 19-წლამდე ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში იასპარეზებს. შეხვედრები 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე რუმინეთში, პიტეშტში გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრების მთავარი მიზანი, ტურნირზე სამეულში მოხვედრა და მომდევნო სეზონისთვის A დივიზიონში გადასვლაა

დასახული მიზნის მისაღწევად, ნაკრებმა გაიარა ინტენსიური, ერთთვიანი მომზადების ფაზა, რომელიც  საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც მოიცავდა

B დივიზიონში ისინი შეხვდებიან ისეთ ძლიერ მეტოქეებს, როგორებიც არიან: რუმინეთი, დანია, უკრაინა, პორტუგალია და აზერბაიჯანი

ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო 2 გუნდი დაძლევს და მეოთხედფინალში გავა, დანარჩენები კი დარჩენილი ადგილებისთვის იბრძოლებენ

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.