ენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ქვეყანაში დაბრუნდა
ენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ქვეყანაში დაბრუნდა. მედიის ცნობით, მაჩადო ვენესუელის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, ლარას შტატში გამოჩნდა: „მე აქ ვარ. თქვენთან ერთად“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში. პარალელურად, მისმა პრესჯგუფმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ფოტოები, სადაც ის ლარას შტატის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, ეკლესიაში იმყოფებოდა
მაჩადომ ვენესუელა 2025 წლის ბოლოს საიდუმლოდ დატოვა ნობელის მშვიდობის პრემიის მისაღებად და მას შემდეგ ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა. Reuters-ის ცნობით, ვენესუელაში დაბრუნების მისმა სურვილმა ვაშინგტონში უთანხმოება გამოიწვია და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მას მოგზაურობის გადადება სთხოვეს
2025 წლის იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავებისა და აშშ-ში გადაყვანის შემდეგ ვენესეულას დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი მართავს.