სამართალი / 17-02-2026

"დაკავებულია სამმართველოს უფროსის მოადგილე"

"ქართული პოლიცია არის ძლიერი. ორიენტირებული, რომ ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო და უზრუნველყოს მართლწესრიგი. ნამდვილად ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც კი ამის შესახებ გაიგო, დანაშაული მოხდა თუ არა, მოახდინა რეაგირება. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. დაკავებულია სამმართველოს უფროსის მოადგილე. გამოძიება გრძელდება და თუ ვინმეს კიდევ აქვს ამ დანაშაულში მონაწილეობა მიღებული, რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი…

ერთ რამეს გირჩევდით, თქვენი პროფესიული საქმიანობა კარგად რომ განახორციელოთ, მე თქვენს ადგილზე მივმართავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. გამოვითხოვდი სტატისტიკას, ბოლო 8 თვის განმავლობაში რამდენ გადაცდომაზე და რამდენ დანაშაულზე აქვს რეაგირება გენერალურ ინსპექციას..." - ამბობს გეკა გელაძე მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს.