დაეუფლე ახალ პროფესიას პროფესიულ აკადემიებში სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკი ახალ პროექტს იწყებს
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ინიციატივის ფარგლებში, დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს, დაეუფლოს ახალ პროფესიას ან შეიცვალოს კარიერული მიმართულება.
ამისათვის, მსურველებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა პროფესიული აკადემიისა და საქართველოს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით მოხდება - მსურველები შეირჩევიან განაცხადის, გასაუბრების და, რიგ შემთხვევაში, ტესტირების შედეგად.
ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან:
- აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;
- Tbilisi School of Communication;
- Academy of Digital Industry;
- Smart Academy;
- IT Academy STEP;
- Headvice;
- BDO Academy.
საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge