D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები — როგორ შეიძლება დაგეხმაროთ აქვადეტრიმი?
აქვადეტრიმი ვიტამინ D3 წყალხსნარის სახით არის ხელმისაწვდომი, რომელიც აქტიურ ნივთიერება ქოლეკალციფეროლსა და დამხმარე კომპონენტებს - კრემოფორს, საქაროზას, ნატრიუმის ჰიდროფოსფატს, ლიმონმჟავას, ანისულის არომატიზატორს, ბენზილის სპირტსა და გასუფთავებული წყალს შეიცავს.
აქვადეტრიმი D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მისი ნაკლებობით გამოწვეული სხვადასხვა მდგომარეობის მკურნალობისთვის გამოიყენება, მათ შორისაა: რაქიტი, ჰიპოკლაციემური ტეტანია (კუნთების უნებლიე შეკუმშვა), ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება), მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებები და ოსტეოპოროზი.
რატომ არის D ვიტამინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი?
D ვიტამინი ადამიანების ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის ორგანიზმს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების საშუალებას აძლევს, რომლებიც ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის აუცილებელია. საკმარისი D ვიტამინის გარეშე, ძვლები შეიძლება დასუსტდეს, რაც მოტეხილობებისა და ოსტეოპოროზის, მძიმე შემთხვევებში კი, ბავშვებში რაქიტის რისკს ზრდის.
D ვიტამინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტში, ხელს უწყობს სხეულის დაცვას ინფექციებისგან და ამცირებს ანთებას, რაც ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს (გულის დაავადება).
გარდა ამისა, ის დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან - D ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება განწყობის დარღვევებთან, როგორიცაა დეპრესია და სეზონური აფექტური აშლილობა (SAD), რადგან ის ხელს უწყობს სეროტონინის, განწყობის სტაბილიზაციის ძირითადი ჰორმონის რეგულირებას.
ორსულობის დროს D ვიტამინი ნაყოფის ძვლების ზრდასა და ჯანსაღ იმუნურ ფუნქციას უზრუნველყოფს, რითაც გართულებების რისკს ამცირებს. ხანდაზმულებში კი კუნთების ფუნქციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები
იმის გასაგებად, რომ ორგანიზმს D ვიტამინი აკლია, რამდენიმე ნიშანი არსებობს:
ძვლების ტკივილი და სისუსტე - D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, ამიტომ მისმა დეფიციტმა შეიძლება ძვლების სისუსტე და ტკივილი გამოიწვიოს.
დაავადებების ან ინფექციების სიხშირე: D ვიტამინის დაბალი დონე დაკავშირებულია დასუსტებულ იმუნიტეტთან, რის შედეგადაც გაციებისა და ინფექციების რისკის იზრდება.
დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა: D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება დაღლილობის შეგრძნება და ენერგიულობის დაქვეითება გამოიწვიოს.
გუნება-განწყობის ცვლილებები და დეპრესია: კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინს შეუძლია განწყობის რეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, მისი დაბალი დონე კი პოტენციურად დეპრესიას უწყობს ხელს.
კუნთების ტკივილი და სისუსტე: D ვიტამინი აუცილებელია კუნთების ჯანმრთელობისთვის, მისმა დაბალმა დონემ შეიძლება ქრონიკული ტკივილი ან სისუსტე გამოიწვიოს.
ჭრილობების ნელი შეხორცება: D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება შეანელოს კანის აღდგენის უნარი, რაც ჭრილობების შეხორცების შენელებას განაპირობებს.
თმის ცვენა: მძიმე შემთხვევებში, D ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია თმის ცვენასთან და ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ალოპეცია.
როგორ შეუძლია აქვადეტრიმს D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრა?
აქვადეტრიმი ვიტამინ D3-ის თხევად ფორმას (ქოლეკალციფეროლი) შეიცავს, რაც ორგანიზმს მის გადამუშავებასა და ათვისებას უადვილებს. გარდა ამისა, ეს მოსახერხებელია ზუსტი დოზირებისთვის და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რაოდენობის განსასაზღვრად.
აქვადეტრიმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის პაციენტს შეუძლია, მათ შორის ის დაშვებულია ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვის და მოხუცებისთვის.
მათთვის, ვისაც D ვიტამინის მიღება დიეტური შეზღუდვების გამო საკვებიდან ან მზეზე ყოფნით არ შეუძლია, აქვადეტრიმი ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს. მისი შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. პრეპარატი განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც საჭმლის მონელებასა და შეწოვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რადგან თხევადი ვიტამინი D3 ტაბლეტების ზოგიერთ ფორმასთან შედარებით უფრო ეფექტიანად შეიწოვება.
აქვადეტრიმი ვიტამინი D3-ის რეგულარული გამოყენება ხელი შეუწყოს ჯანსაღი ძვლების ფორმირებას, გააძლიერებს იმუნური ფუნქციას, გააუმჯობესებს განწყობას და კუნთების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.