საზოგადოება / 02-06-2026

'ჩვენმა მეომრებმა შეძლეს რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება"

"...მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, ჩვენმა მეომრებმა შეძლეს რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება. ეს არსებითია. რუსეთში უკვე დაწესებულია აკრძალვები საკუთარი ტერიტორიიდან საავიაციო საწვავისა და ბენზინის ექსპორტზე; ასევე განიხილავენ დიზელის ექსპორტის აკრძალვასაც.

ქვეყნისთვის, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ბენზინსაქაჩს“ უწოდებდნენ, თუნდაც ამის დაკარგვა მნიშვნელოვანი ამბავია - მნიშვნელოვანი დანაკარგია. მაისის მდგომარეობით, რუსეთში ნავთობის პირველადი გადამუშავების სიმძლავრის თითქმის 40% მწყობრიდან არის გამოსული" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.