"ჩვენ ვიცით, რომ რუსები ახალი დარტყმისთვის ემზადებიან, დაზვერვამ ამაზე ინფორმაცია მოგვაწოდა"
"ჩვენ ვიცით, რომ რუსები ახალი დარტყმისთვის ემზადებიან, დაზვერვამ ამაზე ინფორმაცია მოგვაწოდა. საჭიროა, რომ ახლა ამერიკამ, ევროპამ და ყველა პარტნიორმა გააცნობიეროს, როგორ არღვევს თითოეული რუსული დარტყმა დიპლომატიურ საუბრებს.
ყველამ, ვისაც მართლა სურს მშვიდობა, უნდა იფიქროს იმაზე, როგორ უზრუნველყონ, რომ რუსები ახალი მასირებული თავდასხმებისთვის კი არა, ომის დასრულებისთვის ემზადებოდნენ.
მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ეს უზრუნველყოს. საჭიროა მხოლოდ ამ ძალის გამოყენება, მშვიდობისთვის, უპირობოდ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.