ჩინეთმა უკრაინას სთხოვა, თავი შეეკავებინა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ვლადივოსტოკზე დარტყმებისგან
ჩინეთმა უკრაინას სთხოვა, თავი შეეკავებინა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ვლადივოსტოკზე დარტყმებისგან. ინფორმაციას იაპონური გამოცემა Kyodo News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, პეკინმა ეს მოთხოვნა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრე ჩინეთის დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დააყენა.
1 სექტემბერს, საღამოს ვიდეომიმართვაში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად ახსენა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა სახელმწიფომ თხოვნით მიმართა უკრაინას, დროებით შეეჩერებინა დარტყმები ვლადივოსტოკის მიმართულებით. ზელენსკის მაშინ ქვეყანა არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ "ამ თხოვნას პატივს სცემენ".
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 2026 წლის 1-4 სექტემბერს, ვლადივოსტოკში გაიმართა და მასზე ოფიციალურ პეკინს ჩინეთის ვიცე-პრემიერ დინ სუესიანგი წარმოადგენდა.