პოლიტიკა / 04-10-2025 / 110 Views

ბურჭულაძე: დღეს არის საქართველოს დიდგორი, გადამწყვეტი დღეა და ჩვენ გავიმარჯვებთ

საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. აღარ აქვს აზრი რამდენ სპეცრაზმელს მოიყვანენ, ხალხი გამოდის გარეთ, ხალხს უნდა თავისუფლება. ეს ბიჭები იქნებიან ჩვენთან ერთად. გამორიცხულია, დღეს ალბათ, შეატყვეთ ბიძინა ივანიშვილს სახეზე...

დღეიდან, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. 16:00 საათის მერე. ოთხამდე მობილიზებულად უნდა გამოვიდეთ ყველანი ქუჩაში, რაც მეტი ვიქნებით, მით მალე მოვრჩებით ამას და გავუფრთხილდეთ ქართულ დროშას.

ჩვენ ბოდიშს არავის არ მოვუხდით, ჩვენ ვართ გამარჯვებული ერი... ასეთი დღე, როგორიც 4 ოქტომბერია, არ ვიცი როდის უნდა გამეორდეს. დღეს არის საქართველოს დიდგორი, გადამწყვეტი დღეა და დღეს ჩვენ გავიმარჯვებთ. ყველანი გამოდით გარეთ! რომ თქვენს შვილიშვილებს უთხართ, რომ თქვენ იყავით ამ დღეს რუსთაველზე და იცავდით საქართველოს" - თქვა პაატა ბურჭულაძე..