ტექნოლოგიები / 09-11-2026

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 980 სამხედრო და 1 843 დრონი დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 980 სამხედრო და 1 843 დრონი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაკარგებს შორისაა 638 ავტომობილი და ავტოცისტერნა, 68 საარტილერიო სისტემა, 10 სახმელეთო რობოტული სისტემა, 15 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა და 4 ტანკი.

უკრაინის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 1 609 380 სამხედრო დაკარგა.