ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 020 სამხედრო დაკარგა
ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 020 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაკარგებს შორისაა 1 855 დრონი, 727 ავტომობილი და ავტოცისტერნა, 47 საარტილერიო სისტემა, 4 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
უკრაინის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 1 542 720 სამხედრო დაკარგა.