ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 130 ჯარისკაცი დაკარგა, შეჭრიდან დღემდე კი - 1,368,040
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 130 ჯარისკაცი დაკარგა.
მათივე სტატისტიკით, ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია - 5 ტანკი; 7 ჯავშანტექნიკა; 60 საარტილერიო სისტემა; 5 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1 853 დრონი; 437 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი.
მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მტრის ჯამური დანაკარგებია: 1,368,040 ჯარისკაცი; 11,974 ტანკი; 24,673 ჯავშანტექნიკა; 43,172 საარტილერიო სისტემა; 1,826 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1,403 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 436 თვითმფრინავი; 325,615 დრონი; 4,733 ფრთოსანი რაკეტა; 33 გემი/ნავი; 102,575 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი; 4,245 სპეციალური აღჭურვილობა; 353 ვერტმფრენი და 2 წყალქვეშა ნავი.