საზოგადოება / 19-02-2026

ბაჩიაშვილი გაათავისუფლეს - ადვოკატის განცხადება

"ვადასტურებ, რომ გიორგი არის თავისუფალი, გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე შეწყვეტილია სისხლის სამართლებრივი დევნა.

შესაბამისად, ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ბაჩიაშვილის, ასევე მისი ოჯახის მიმართ. რაც შეეხება სასჯელს, სასჯელის სახით გიორგი ბაჩიაშვილს მიესაჯა ერთი წლით პირობითი მსჯავრი, ჯარიმა არის დამატებითი სასჯელი 50 000 ლარი, ხოლო შეთანხმება სამოქალაქო ნაწილში ასევე თანხასთან დაკავშირებით ასევე მხარეებს შორის არის მიღწეული და სწორედ ამ შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური. ანუ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებაც გაუქმდა დღეს.

9 თვე უკვე მას მოხდილი აქვს და შესაბამისად 3 თვე რჩება დაახლოებით. პირობითი მსჯავრის შემთხვევაში შესაძლებელია, შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლით ქვეყნის დატოვება, შესაბამისად, თუ გიორგის ექნება მსგავსი სურვილი ამ პროცედურებით ის შეძლებს ქვეყნის დატოვებას.

ამ ეტაპისთვის, ჩემი ინფორმაციით, მას მსგავსი სურვილი არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი. ნამდვილად არ აპირებს გიორგი ქვეყნის დატოვებას, ჩემი ინფორმაციით. სულ რამდენიმე საათია, რაც მანდ დატოვა პენიტენციური სისტემა და ჯერ ძალიან ადრეა მის მომავალ გეგმებზე საუბარი და მის აქტივობებზე, რაზეც ალბათ, თავადვე გაგცემთ პასუხს უახლოეს მომავალში… დიახ, რა თქმა უნდა [ივანიშვილის თანხმობით მოხდა], სწორედ მაგიტომ ვახსენე რომ სამოქალაქო საქმის ფარგლებში მოხდა შეთანხმება ბაჩიაშვილსა და დაზარალებულს შორის და ეს წერილობით გაფორმდა" - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.