მსოფლიო / 13-10-2025 / 137 Views

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

მას ბორტთან ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.

პარალელურად, ღაზადან მძევლების გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს. პირველი 7 მძევალი, უკვე თავისუფალია.