აშშ-მა ირანის კუნძულ ქეშმაზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს
აშშ-მა ირანის კუნძულ ქეშმაზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, დარტყმები შეზღუდული იყო და ის "თავდაცვით ხასიათს ატარებდა". მათივე ცნობით, ის არ იყო ნაწილი რაიმე მასშტაბური გეგმისა ან საბრძოლო მოქმედებების.