„აშშ-ის ოფიციალური პირები ვაშინგტონის მხრიდან ირანზე შეტევისთვის ემზადებიან“ – Bloomberg
გამოცემა Bloomberg წერს, რომ აშშ–ის ოფიციალური პირები, ვაშინგტონის მხრიდან ირანზე შეტევისთვის ემზადებიან.
გამოცემა იუწყება, რომ ზემოთ აღნიშნული შეტევა, შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლოსაც კი განხორციელდეს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვმია, რომ ვაშინგტონი თეირანთან პირდაპირი კონფლიქტის წამოსაწყებად, შესაბამის ინფრასტრუქტურას ქმნის. ასევე, ცნობილია, რომ ფედერალური სააგენტოს რამდენიმე უმაღლესი რანგის პირმაც დაიწყო თავდასხმისთვის მზადება.