პოლიტიკა / 19-10-2025 / 197 Views

"ამოღებულია ნაღდი ფული, 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები"

გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.

ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა“ - სუსი.