ამერიკის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა
ამერიკის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.
ვიზიტის გაუქმებამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ირანის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად პაკისტანში მიემგზავრებოდა. ეს მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმაც დაადასტურა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანის მხარეს მომლაპარაკებელთა ჯგუფი პაკისტანში გაგზავნილი არ ჰყავდა, ასევე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ირანს გეგმა არ ჰქონდა, როგორც ჩანს, ვენსის ვიზიტი გადაიხედა...
შეგახსენებთ - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ მინისტრი შეჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელებას დათანხმდა.