ამერიკამ ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა
ამერიკამ ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათი ცნობით, იერიში მიიტანეს 90 სამხედრო სამიზნეზე.
ამერიკული მხარის ცნობით, დაბომბილ სამიზნეებს შორის არის ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო სათვალთვალო პუნქტები, სამხედრო საწყობები და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა.