აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. მისი წინასასამართლო სხდომა 15 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
"ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3 300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება