"ახლახან შემატყობინეს, რომ რვა ირანელ ქალს, რომლებიც ირანში დღეს საღამოს სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ მოკლავენ"
"ძალიან კარგი ამბავია! ახლახან შემატყობინეს, რომ რვა ირანელ ქალს, რომლებიც ირანში დღეს საღამოს სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ მოკლავენ. ოთხი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ოთხს კი ერთთვიანი პატიმრობა მიესჯება.
ძალიან ვაფასებ იმას, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნას და შეწყვიტეს დაგეგმილი სიკვდილით დასჯა" - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში - Truth Social.