ბიზნესი / 28-11-2025 / 62 Views

25%-იანი ქეშბექი და უფასო გადარიცხვები - საქართველოს ბანკის კამპანია ბიზნესებისთვის გრძელდება

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი განაგრძობს კამპანიას ბიზნესებისთვის, რომლებსაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე არ უსარგებლიათ ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ან ჯერ არ ფლობენ იურიდიული პირის ანგარიშს.

კამპანია 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და რამდენიმე ბენეფიტს აერთიანებს:

25%-იანი ქეშბექი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდაზე

შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს 25%-იანი ქეშბექი Mastercard ბიზნეს ბარათით შესრულებული ნებისმიერი ტიპის გადახდაზე. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

ქეშბექი ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზეიქნება ეს ონლაინ შესყიდვები ან ციფრული გამოწერების გადახდა, თუ ფიზიკურ მაღაზიებში ოფისისთვის საჭირო ნივთების შეძენა.

უფასო გადარიცხვებითვეში 1 000 000 ლარამდე

კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ,  სასურველ ვალუტაში თვეში 1 000 000 ლარამდე გადარიცხვა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განახორციელონ.

M ბიზნეს ნაკრები – 3 თვით უფასოდ

კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ M ბიზნეს ნაკრები სამი თვის განმავლობაში უფასოდ. აღნიშნული ნაკრები მოიცავს ყველა აუცილებელ პროდუქტსა და სერვისს, რომლებიც ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვაში ეხმარება.

M ნაკრების ფარგლებში მომხმარებლები შეძლებენ:

  • თანხის მარტივად განაღდებასბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარი;
  • გადარიცხვებსა და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას;
  • ხარჯების ეფექტიან განაწილებას – 2 ციფრული და 2 პლასტიკური ბარათის შეკვეთა უფასოა.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, ბიზნესებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში 31 დეკემბრის ჩათვლით.