2013 წლიდან დღემდე, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა
სოციალურ ქსელში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს. 2013 წლიდან დღემდე, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.
შსს-ს მონაცემებით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობა 2 270 პირს შეეფარდა, რაც 2024 წელთან შედარებით 27%-ით მეტია:
"შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს 27%-ით მეტ ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2024 წელთან შედარებით.
ამავდროულად, 2025 წელს დაფიქსირდა 2013 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების ისტორიული მაქსიმუმი.
მონაცემები წლების მიხედვით:
2025 წელი - 2270 პირი
2024 წელი - 1791
2023 წელი -1961
2022 წელი - 1708
2021 წელი - 620
2020 წელი - 662
2019 წელი - 901
2018 წელი - მონაცემი არ არის გამოქვეყნებული
2017 წელი - 590
2016 წელი - 704
2015 წელი - 998
2014 წელი - 871
2013 წელი - 1127
ეს მონაცემებიც ნათლად აჩვენებს იმ რეპრესიული რეგულაციების შედეგებს, რომლებიც 2024-2025 წლებში ამოქმედდა" - წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.