„1 ნოემბრიდან ქართული ოცნების მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში" - იურისტი ნიკა სიმონიშვილი
„1 ნოემბრიდან ქართული ოცნების მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში.
ეს ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის პარალელური დასაქმების შესაძლებლობას ზღუდავს, თუმცა მარტივად რომ ვთქვა, ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს, ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ, ხოლო თუ შავ სიაში მოხვდება, სამსახურიდანაც მარტივად გაუშვებენ, თანაც ისე, რომ ფულს აქეთ მიატანინებენ.
ამ ცვლილებებს ვრცელი შინაარსი აქვს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები:
საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით შეეძლება. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამისთვისაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით;
საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) შეუძლია პარალელურად დასაქმდეს კერძო სექტროში მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს;
საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტროში. გამონაკლისია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით (ლინკს კომენტაში დავდებ) განსაზღვრულ ჩამონათვალში თუა ეს საქმიანობა და თუ დირექტორი გასცემს თახმობას პარალელურ დასაქმებაზე. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს.
თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი ამ წესებს არღვევს, გათავისუფლდება საჯარო სექტორში დაკავებული ყველა დაკავებული თანამდებობიდან და 2 წლის განმავლობაში ეკრძალება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ წესების დარღვევისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულების სასარგებლოდ, 1 ნოემბრის შემდეგ მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით“ - წერს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.
 
             
                     
                                 
                                         
                                         
                                        