• თბილისი
  • 27°C
  • 18 ივნისი, 2018
article

რუსი დეპუტატი ქალებს: ჩემპიონატის დროს სხვა ეროვნების მამაკაცებთან სექსით ნუ დაკავდებით

რუსი დეპუტატი თამარა პლეტნიოვა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებული საკითხებს ზედამხედველობს, რუს ქალებს ურჩევს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, არ ჰქონდეთ სექსი სხვა ეროვნების მამაკაცებთან.

მისი თქმით, თუ სექსის საჭიროებას იგრძნობენ, უმჯობესია პარტნიორად თავიანთი ეროვნების კაცი აირჩიონ. დეპუტატის მოსაზრებით, რუსი ქალების დაორსულების შემთხვევაში, უკეთესი იქნება, თუ ბავშვის მამები დედის რასის წარმომადგენლები იქნებიან, ასევე, მან თქვა, რომ ცდილობს, თავიდან აირიდოს მარტოხელა დედების რიცხვის ზრდა.

ეს რჩევა თამარა პლეტნიოვამ მოსკოვის რადიოში, 13 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააცნო მსმენელს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 რუსეთში ტარდება. ის 14 ივნისს გაიხსნება და 15 ივლისს დაიხურება.