• თბილისი
  • 27°C
  • 18 ივნისი, 2018
article

მსოფლიო თასი- "ინგლისის გულშემატკივრების უსაფრთხოება რუსეთში რისკის ქვეშ დგას"

ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წელს რუსეთში ჩატარდება, გულშემატკივრებს საფრთხე ემუქრებათ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადეს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ფანი, რომელსაც ბრიტანეთის დროშის ფერის ტანსაცმელი ეცმევა შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. მათი მტკიცებით, ამის მიზეზი კი რუსეთში არსებული ჰომოფობია, რასიზმი და ანტიბრიტანული განწყობაა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთში დაახლოებით 10 ათასი ბრიტანელი დაესწრება. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აქტივისტებმა რუსეთში 190 ინციდენტი გამოავლინეს 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე რასიზმისა და ულტრასისტული მოძრაობების შესახებ.

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში წელს 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.


თეგები :