• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

აშშ-ში კაცი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შემდეგ გარდაიცვალა

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შტატ ფლორიდაში კაცი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შემდეგ გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, ტალმაჯ დ'ელის ელექტრონული სიგარეტი ხელში აუფეთქდა და მისი ნაწილები კაცს თავში შეერჭო. აფეთქების გამო დ'ელიმ 80%-ის დამწვრობა მიიღო.

შტატების სახანძრო სამსახურის ინფორმაცით, 2009 წლიდან 2016 წლამდე აშშ-ში ელექტრონული სიგარეტის აფეთქების 195 შემთხვევა დაფიქსირდა. უმეტეს შემთხვევაში აფეთქების მიზეზი აკუმულატორი იყო.


თეგები :