• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

მოდილიანის ნახატი “მწოლიარე ქალი” რეკორდულ ფასად გაიყიდა

ამადეო მოდილიანის შედევრმა აუქციონზე მორიგი რეკორდი დაამყარა. 1917 წელს შექმნილი "მწოლიარე ქალი" ნიუ-იორკის "სოთბის " აუქციონზე 157 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა.

ეს ყველაზე მაღალი ფასია, რომელიც სოთბის აუქციონის არსებობის ისტორიაში მხატვრულ ნამუშევარში გადაიხადეს.

მოდილიანის გარდა ლოტებს შორის სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. მათ შორის კლოდ მონეს "დილა სენაზე", რომელიც 20 მილიონ 500 ათას დოლარად გაიყიდა. 37 მილიონად გაყიდეს პიკასოს "დედა-ტერეზას " პორტრეტი, ხოლო ედვარდ მუნკის "ზაფხულის იდუმალი ღამე" 9 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა.

თეგები :