• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

რუსეთი აშშ-სთან მიმართებით მაქსიმალურად მძიმე სანქციების შემოღებას აპირებს

გავრეცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობა აშშ-სთან მიმართებით მაქსიმალურად მძიმე სანქციების შემოღებას აპირებენ.

რგორც ირკვევა, იგეგმება რუსეთის გამოთიშვა SWIFT-ის საბანკოთაშორისი სისტემიდან, რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით სანქციების შემოღებისა და ასევე უმსხვილეს ბანკების, "სბერბანკის" და "ვი თი ბი"-ის წინააღმდეგ.

SWIFT-დან გამოთიშვის შემთხვევაში, წყაროს ცნობით, განიხილავენ გარე გადარიცხვების შესრულების საკითხს აგენტების საშუალებით, ე.წ. ბრიჯ-კომპანიებით.

13 აპრილს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების საპასუხო კანონპროექტი შევიდა. კანონპროექტს ჯერ ყველა ფრაქცია განიხილავს, შემდეგ დოკუმენტი გაიგზავნება რეგიონებში, მას დაამუშავებენ ექსპერტებიც, ბოლოს კი საპარლამენტო სხდომაზე განიხილება.

7 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. მათ შორის ლაპარაკია, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ როტენბერგსა და კირილ შამალოვზე.

თეგები :