• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

კვლევა: 1 ჭიქა წითელი ღვინის დალევა 1 საათიან ვარჯიშს უდრის

კანადის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინის დალევა დღის მანძილზე, ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც 1 საათიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში.

ამის მიზეზი კი ბუნებრივი ფიტოალექსინია, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაში შედის. ის ხელს უწყობს გულის უკეთ მუშაობას, ზრდის შრომისუნარიანობას, ამაგრებს კუნთებს, რაც საბოლოოდ, ორგანიზმზე ისე მოქმედებს, როგორც ფიზიკური ვარჯიში.

კვლევის ხელმძღვანელი, ჯეისონ დაიკი ამტკიცებს, რომ ესაა საუკეთესო საშუალება ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვთ დრო სპორტ-დარბაზში სასიარულოდ.

ფიტოალექსინი ახშირებს გულის რითმს, რაც თავის მხრივ ამყარებს გულის კუნთებს, ის ასევეე არეგულირებს შაქრის შემცველობას ორგანიზმში და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ასევე მეცნიერები ამბობენ, რომ დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინო ამცირებს გონებრივი ჩამორჩენისა და სიმსივნის განვითარების რისკებს.

თეგები :