• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

ავარია ხულოში - დაშავებულია 4 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხულოში - მთა თეთრობთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაშავდა 4 ადამიანი.

დაშავებულები სხვადსხვა სახის დაზიანებებით ხულოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ორი მათგანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.