• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

BASSIANI-ის რეზიდენტებმა 26 მაისს რუსეთში დაუკრეს

კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტებმა 26 მაისს რუსეთში, პეტერბურგში დაუკრეს.

m_division-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ნათქვამი იყო, რომ m_division ხვდება BASSIANI-ის ოფიციალურ შოუქეისს BETA - индустриально-музыкальное путешествие-ზე, 26 მაისს, პეტერბურგში.

„კლუბ BASSIANI-სა და ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები მუსიკალურ სამყაროზე და ვგეგმავდით ამ კოლაბორაციას რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც იქნა, შოუქეისი ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა“, - აღნიშნული იყო განცხადებაში.

ანონსის მიხედვით, შოუქეისი ეკატერინა მეორის მფარველობით აშენებულ ქარხანაში გაიმართა, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

სცენაზე უკრავდნენ ბასიანის რეზიდენტები: HVL და Ndrx.

იმავე ოფიციალურმა გვერდმა, 26 მაისის შოუქეისის ჩანაწერები გამოაქვეყნა: 
 

https://soundcloud.com/mdivision/hvl-bassiani-showcase-beta-by-m_division-26052018

https://soundcloud.com/mdivision/ndrx-beta-by-m_division-bassiani-showcase-26052018

ასევე არაერთი ჩანაწერი ატვირთულია თავად დიჯეების მიერ ინსტაგრამზე. 

M_Division / Bassiani stage

A post shared by Ndrx / ???? (@nodrex) on

თეგები :

ბასიანი