• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

სალომე ზურაბიშვილმა შვილის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვაჟიშვილის - თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თეიმურაზმა ჯვარი საქართველოში, გერგერტის სამებაში დაიწერა. ქორწილს, რომელიც ქართული ტრადიციით ჩატარდა, ნათესავები და ახლობლები ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად თავი ერთი კვირის წინ წარდგინა. ის ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის დამოუკიდებელი კანდიდატის ამპლუაში იბრძოლებს. წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო განცხადება შვილის ქორწილის გამო დაუგვიანდა.

სალომე ზურაბიშვილს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს. ქეთევან გორჯესტანი ფრანგული სატელევიზიო არხის სპორტული ჟურნალისტია.

ნახეთ ფოტოები:

თეგები :