• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

აღმაშენებლის გამზირზე, თურქულ ბარებს, ულტრანაციონალისტური დაჯგუფებებისგან პოლიცია იცავს

დღეს, 12 აგვისტოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი დიდგორობას აღნიშნავს და თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ფეხით მსვლელობას აწყობს.

მსვლელობის დროს აღმაშენებლის გამზირზე განლაგებულ თურქულ კაფე-ბარებს პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

მსვლელობაში მონაწილე ულტრანაციონალისტური დაჯგუფებები ქსენოფობიური შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ყვირიან “დიდება საქართველოს”. მსვლელობის გამო აღმაშენებლის გამზირზე შეფერხებით მოძრაობენ ავტომანქანები.

თეგები :