• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

გერმანიის სადეპორტო განყოფილებაში საქართველოს მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო

გერმანიის სადეპორტო განყოფილების საკანში საქართველოს მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას "დიასპორა.ჯი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ქალაქ ბუირენში მოხდა. გარდაცვლილი 41 წლის მამაკაცია.

"დიასპორა.ჯი" წერს, რომ ქართველ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

თეგები :