• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მომიტევოს ჩემმა თბილისმა“ (ვიდეო)

მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

როგორც ცნობილია, მომღერალი უმძიმესი სენით იყო ავად. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

29 მაისს ფილარმონიაში გიო ხუციშვილის პატივსაცემად კონცერტი გაიმართა, კონცერტის შემდეგ კი საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ნახეთ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე გადაღებული ემოციური კადრები: