• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

ნიკო გორგილაძე: არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვანისადმი, დამნაშავეა სისტემა

ბიჭი, რომელსაც მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას არასრულწლოვანი თავს დაესხა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს.

ნიკო გორგილაძე წერს, რომ მოძალადის მიმართ აგრესიულად არაა განწყობილი, რადგან დამნაშავე სისტემაა. 

„ამ წამს გამოვედი დაკითხვიდან, მივდივარ სახლში. უკეთ ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა, მწერდა, მირეკავდა. ერთი წამით არ ვნანობ აქციაზე დგომას. მშვიდ მონობას, ასეთი თავისუფლება მირჩევნია. 

უკანასკნელ აღმოხდომამდე ვიტყვი, რომ სიყვარული სიყვარულია! 

არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვანისადმი, დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს. 

ბოდიში ჩემს ოჯახს“, - წერს ნიკო. 

შეგახსენებთ, აქციაზე „არა ჰომოფობიას“ ნიკო გორგილაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს არასრულწლოვანი დაესხა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ დააკავა.

შსს-ის ინფორმაციითარასრულწლოვანს, რომელმაც აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჯერ ბრალდებულის სტატუსიც არ აქვს, თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. უწყებაში განმარტავენ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში მოზარდს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.