• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

პრეზიდენტი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ სკოლის დამთავრება, ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით.

მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაცნობიერებული და გააზრებული მომავლის შენებით გააძლიერებთ საკუთარი ქვეყნის განვითარებას. თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

საქართველოში დღეს სწავლა 39 000-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.

თეგები :

პრეზიდენტი