• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.

რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს, შემდეგ ბაგა-ბაღებში: 

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112.
სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი - N34, N5..

თეგები :

ბაგა-ბაღი