• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

ლგბტ აქტივისტებმა 5 ლოკაციაზე დღეს პარტიზანული აქციები გამართეს

ლგბტ აქტივისტებმა თბილისში 5 ლოკაციაზე პარტიზანული აქციები გამართეს. აქტივისტები გაჩერდნენ - იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვაკის პარკში მემორიალთან.

ლგბტ დროშის შესაბამისად თითოეული ადგილიდან სხვადასხვა ფერის კვამლი გაუშვეს.

ლგბტ აქტივისტებმა თბილისის თავზე, ლისის ქუჩაზე, ლგბტ დროშის ფერებში კვამლი გაუშვეს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია იწყება.

აქციაზე ამ წუთისთვის იკრიბებიან ლგბტ თემის წევრები და მხარდამჭერები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცადა, შსს არის სრულ მზადყოფნაში, რათა დაიცვას ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება.

თეგები :

17 მაისი