• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

მთავრობამ ქართული მთის ჯიშის ღორის გადარჩენის 5 ეტაპიანი გეგმა დაამტკიცა

ხელისუფლება ხალხის გაკვირვებას განაგრძობს. ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დამარხვის წესის დამტკიცების შემდეგ, საპარტნიორო ფონდი ქართული მთის ჯიშის ღორის გადარჩენისათვის ბრძოლას იწყებს... 

ქართული მთის ჯიშის ღორის გადასარჩენად, საპარტნიორო ფონდი მილიონებსა და წლებს დახარჯავს. 

მაშინ, როდესაც ქვეყანაში 500 ათასამდე თანამოქალაქე ოფიციალურად იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა, საპარტნიორო ფონდი და ხელისუფლება, ქართული მთის ჯიშის ღორის გადარჩენის გეგმაზე მსჯელობს. 

ქართული მთის ჯიშის ღორის გადარჩენის გეგმა 5 ეტაპისაგან შედგება. პროექტი მის გადარჩენას, გამრავლებასა და მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ღორის ჯიშის გადარჩენის სამთავრობო პროექტის ფარგლებში, დღეს მთის ღორის ხორცისგან დამზადებული კერძების დეგუსტაციაც კი გაიმართა.