• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

ათამდე დაკავებული და მამა ელიზბარის მუქარა

ამ დროისათვის, პოლიციის მიერ უკვე ათამდე პირია დაკავებული. მათ შორის გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და გია კორკოტაშვილი. 

ჰომოფიბიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა აქცია გააუქმეს. 

სამაგიეროდ, 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 

აქციაზე გავიდნენ ე.წ. ქართული მარშისა და ქართული იდეის წევრებიც. 

ისინი აგრესიით გამოირჩევიან და აცხადებენ რომ „არ დაუშვებენ ლგბტ თემის წარმომადგენელთა შეკრებას“. 

შეგახსენებთ რომ მიუხედავად ლგბტ თემის მიერ აქციის გაუქმებისა, მის წარმომადგენელთა ნაწილი, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მაინც გეგმავს შეკრებას 7 საათზე - სახელმწიფო კანცელარიასთან.

თუ პოლიციამ კანცელარიამდე, ქართული მარშისა და ქართული იდეის მხარდამჭერები მიუშვა, სავარაუდოდ, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. 

"არ დავუშვებთ მათ შეკრებას... აქ თუ მართლმადიდებლებს დაიჭერენ, პასუხს აგებენ. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები აქციას ვერ ჩაატარებენ. 

ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე, აქ ვერაფერს ჩაატარებს... რაც მოხდება, პოლიციის ბრალი იქნება

ეს ქუჩა დღეს ეკუთვნის მართლმადიდებლობას", - განაცხადა ქაშუეთის მოძღვარმა, მამა ელიზბარმა.