• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

მარშალ გელოვანის გამზირზე ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა და მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით მოხდა ზებრა გადასასვლელეის გაუქმება.

შემსრულებელმა კომპანიამ ე.წ „ზებრები“ წაშალა და განათავსა ნიშანი „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“.  გზაგამყოფ გაზონზე ქვეითთა გადასასვლელი ბილიკი ჩაკეტა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს სატრანსპორტო გზის გადაკვეთისას გამოიჩინონ სიფრთხილე და ალტერნატიული გადასასავლელის გაკეთებამდე ისარგებლონ ახლოს მდებარე ქვეითთა გადასასვლელით.

თეგები :

ზებრა