• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები განთავსდება

Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები განთავსდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, Google-თან ერთად, ახალი კამპანია დაიწყო.

სარეკლამო რგოლები Youtube-ზე 29 მაისიდან განთავსდება.

სამიზნე ბაზრები შედეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

კამპანიის შედეგად ვიდეორგოლების ნახვების განსაზღვრული რაოდენობა – 21,052,500.

თეგები :

Youtube ტურიზმი