• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

„ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“ - „აუდიტორია 115“-ის წევრების აქცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, „აუდიტორია 115“-ის აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების არ არსებობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში 1209 მუშა დაიღუპა.

„აუდიტორია 115“-ის წევრებს ტრანსფარანტები აქვთ წარწერით - „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს". 

აქციის მონაწილეები,  მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მისვლასაც გეგმავენ. 

მათი თქმით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებისთვისაც ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

თეგები :