• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

აუდიტორია 115-მა გმირთა მოედანზე სამუშაოზე დაღუპული მუშების სახელებიანი ბანერი გადმოფინა

„აუდიტორია 115-ის“ წევრებმა გმირთა მოედანზე ბანერი გადმოფინეს, სადაც სამუშაოზე დაღუპული მუშების სახელები და გვარები წერია.


„2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! 

სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!
მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას! სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა“,- წერია „აუდიტორია 115-ის“ ხვალინდელი აქციის „ფეისბუქ“ ღონისძიების ტექსტში.

მსვლელობა ხვალ 19 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ გაიმართება.

თეგები :