• თბილისი
  • 33°C
  • 25 ივნისი, 2018
article

სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილი FACEBOOK-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიდი ალბათობით, გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii. მისი Fb-ნაცნობები თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებზე სწორედ Temirlan Pankisskii-ს ნიშნავდნენ. თავადაც ატვირთული აქვს 19 წლის მაჩალიკაშვილის ფოტო. გარდა ამისა, Temirlan Pankisskii-ს მეგობრებში ჰყავს თემირლან მაჩალიკაშვილის დები - ნატა და ნათია. ერთ-ერთი მათგანი მონიშნულიც ჰყავს - როგორც და. 

2016-2017 წლებში, Temirlan Pankisskii-ს არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს ისლამური სახელმწიფოს ერთერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებს და ვიდეოებს დებდა ISiS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი უყენია.

წყარო


თეგები :