• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

„ამ არამზადას ვეძებ, გააზიარეთ, უნდა ვიპოვო! მძღოლმა და ათამდე მგზავრმა ხმა არ ამოიღო“

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი თამარ ლომიშვილი სამარშუტო ტაქსში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და ითხოვს იმ პიროვნების მოძებნას, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ამ არამზადას ვეძებ, გააზიარეთ, უნდა ვიპოვო!

გუშინ, სამარშუტო ტაქსში, მძღოლს ვკითხე, პაპანაქება სიცხეში, რატომ არ ჰქონდა ჩართული კონდენციონერი. მან მძღოლების სტანდარტული პასუხი გამცა, გაფუჭებულიაო. მე შევახსენე კანონი, რომ სანამ მანქანა მწყობრში არ იქნება, არ უნდა გამოვიდეს ხაზზე სამუშაოდ. მიპასუხა, რომ მერია არ აკეთებს და რა ჩემი ბრალიაო. ვიღაც ქალი ნარმანიასაც გადაწვდა... განაწყენებულმა მძღოლმა, თავის გასამართლებლად, ჩართო კონდენციონერი, რომელიც საშინელ ცხელ ჰაერს უშვებდა. დავრეკე ცხელ ხაზზე, რომ დადანაშაულებული მერიისთვის პასუხი მომეთხოვა. ოპერატორმა მიპასუხა, რომ ჩაატარებდნენ მორიტორინგს, შეამოწმებდნენ სამარშუტო მანქანას და დაამატა, რომ მძღოლები ცხელ ჰაერს ზოგჯერ სპეციალურად რთავენ მგზავრების დასარწმუნებლად, თითქოს არ მუშაობს კონდენციონერი... ინფორმაციისთვის, მძღოლები კონდენციონერის არჩართვით, საწვავით დანაზოგს აკეთებენ. მოკლედ, გვერდით, მეორე მხარეს მჯდომი მამაკაცი გააღიზიანა ჩემმს საქციელმა. აი, ჩვენი კონფლიქტური დიალოგიც:

-- ცხელ ხაზზე რომ დარეკე, რა გააკეთე, ახლა ჩაირთვება კოდენციონერი?

-- ტონი შეიცვალეთ და ხელებს ნუ მიშლით...

-- ინტრიგანი ხარ ვიღაცა ხარ...

-- მე ჩემს უფლებებს ვითხოვ და ვიცავ, ეს არის ინტრიგობა?

-- მძღოლი ჩაუშვი...

-- მძღოლმა მანქანა არ უნდა გამოყვანოს, თუ მწყობრში არ არის.

-- წადი, რა, თავი დამანებე, ვიღაცა ხა მოცლილი, ტვინი ნუ გაბურღე...

-- როგორ მელაპარაკები და რას ბედავ? ვინ გაგზარდა ასეთი უზრდელი?

-- ჩაგიყვან ახლა და მერე ნახე...

-- ვერსადაც ვერ ჩამიყვან და ვერაფერსაც ვერ გააკეთებ... ეგ ხელები დაუშვი, არავის არ ეშინია შენი..

-- წადი შენი, დედაშენს შევეცი..

-- დედაშენს შესცა ვირმა შენი გაზრდისთვის.

-- შენ იცი მე ვინ ვარ? მე ვიბრძოდი...

-- ასე ბევრი ამბობს ვიბრძოდიო და ავტომატით ხელში თავის თანამემამულეებს ძარცვავდა. იქნება, შენც ის ავაზაკი ხარ...

-- შენ რა იცი ვინ ვარ? რა გაგიკეთებია?

-- არც შენ იცი, ვინ ვარ? არც ის იცი, რა გამიკეთებია...

-- მე რომ ვიბრძოდი, შენ ცირკთან იდექი...

-- ცირკთან დედაშენი და შენი ოჯახი იდგა, უზრდელო..

-- ...................(დუმს, პასუხს არ აბრუნებს)...-

- გაიგე? ცირკთან დედაშენი და შენი გვარი იდგა... მითხარი, შენი სახელი და გვარი, ვინ ხარ?

-- ჩემი სახელი და გვარი რად გინდა, აგერ ვარ...

-- რატომ არ მეუბნები, ვინ ხარ? გეშინია? მე გეტყვი ჩემსას... თამარ ლომიშვილი ვარ!

-- არ არის შენი საქმე, ჩემი სახელი...

-- გეშინია. ლაჩარი ხარ...

-- .................... (დუმს)

-- თუ არ მეტყვი შენს სახელს და გვარს, ლაჩარი ხარ...

-- ... (დუმს)

-- ლაჩარო... მაინც გიპოვი...

-- გააჩერე, ჩავდივარ --- მიაძახა მძღოლს და ჩაძუნძულდა...

ამ ისტორიაში უმთავრესი ის არის, რომ მძღოლმა და ათამდე მგზავრმა ხმა არ ამოიღო... ეს არის დაბალი ინტელექტისა და მენტალობის საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ძალადობს ადამიანებზე, ვინც საშიშია საზოგადოებისთვის და საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოსთვისაც! მე მარტო მომიწია ამ მდაბიოს გამკლავება, რომელიც ბოლოს ისე გაიპარა, რომ ვინაობა არ გაამხილა.

გთხოვთ, გააზიარეთ ეს სტატუსი და ვიპოვოთ ეს უბადრუკი პასუხის მოსათხოვად!

რაც შეეხება მერიას და ტრანსპორტის სამინისტროს, უნდა გამკაცრდეს მძღოლებზე კონტროლი და მორიტორინგი ჩატარდეს ყოველდღე, რომ მსგავსი დაპირისპირება ფატალურად არ დამთავრდეს!

და ბოლოს, ქურდული მენტალობის ამ მგზავრმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩაიდინა დანაშაული, რომლის კვალიფიკაცია შსს-სთვის მიმინდვია.“, - წერს მომხმარებელი. 


თეგები :